LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობას რამდენჯერმე მივმართეთ, ის, რომ იმპორტირებული ფქვილი 3-4 ლარით იაფად შემოდის, ბაზარს პურის გაძვირებისგან არ იცავს – ლევან სილაგავა

98
ipiccy_image (21)

პური ერთი თვის წინ დაახლოებით, 10 თეთრით გაძვირდა. დღეს მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში ხორბალი არ შემოდის და იმპორტი მხოლოდ ფქვილზე ხორციელდება. სილაგავას განცხადებით, მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებით საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა და ხორბლის მარაგები, დღეს ყველა ქვეყნისთვის პირველი კატეგორიის საზრუნავია. ლევან სილაგავამ ის სქემა განმარტა, რასაც ასოციაცია მთავრობას ხორბლის იმპორტის განსახორციელებლად სთავაზობს, რათა წისქვილკომბინატებმა მუშაობა განაახლონ.

„ის, რომ იმპორტირებული ფქვილი 3-4 ლარით იაფად შემოდის, ბაზარს პურის გაძვირებისგან არ იცავს. შესაბამისად, ჩვენ მთავრობას რამდენჯერმე მივმართეთ. დღესაც მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ იმპორტზე თანხები გავათანაბროთ და იმპორტირებულ ფქვილს გარკვეული გადასახადი დავუწესოთ. მთავრობისგან გაიჟღერა, რომ ეს ფაქტობრივად, ფქვილს, პურს გააძვირებს და მოსახლეობისათვის რისკია. თუმცა, ჩვენ ვთავაზობთ ფორმულას, რომ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი დაწესდება და ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავდება, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებს, რომ იმ რაოდენობის ფქვილს, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ პური არ გაძვირდეს, პურის მწარმოებლებს ფიქსირებულ ფასად მივაწვდით. აქ ლაპარაკია იმ სეგმენტის პურზე, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა – ე.წ. აგურის პური. ეს იქნება ის სეგმენტი, სადაც ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში პური არ გაძვირდება. დანარჩენ სეგმენტში, როგორიცაა ქატო, უმაღლესი ფქვილი, მეორე ხარისხის ფქვილი, თავისუფალი ბაზრის პრინციპით იქნება – ეს არ არის ისეთი სენსიტიური თემა, როგორიცაა ვთქვათ, აგურის პური. ამის ეფექტი 4000-5000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება, წისქვილკომბინატებისგან ბიუჯეტში შენატანები, ქატოს სტაბილური მიწოდება, უმაღლესი ხარისხის ფქვილის მიწოდება და რაც მთავარია, სასურსათო უსაფრთხოება, ანუ ხორბლის მარაგები იქნება, რომელიც დღეს ყველა ქვეყნისთვის პირველი კატეგორიის საზრუნავია,“ – განაცხადა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართული პრესკონფერენციისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g