LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს – გიორგი გახარია

giorgigaxariaori

მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამთავრობო ცვლილებების საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, პირადად მას, როგორც მინისტრს ბევრი საქმე აქვს და ის დაკავებულია ამ საქმეებით.

„მთავრობაში საკადრო ცვლილებების საკითხზე წარმოდგენა არ მაქვს. სამწუხაროდ, ბოლო ორი თვის განმავლობაში იმდენად ვიყავით ჩართული ამ პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში, რომ ამ საკითხისთვის პირადად მე დრო არ მაქვს. ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, არის გადადებული ღონისძიებები და ის უნდა განვახორციელოთ. შესაბამისად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება და თანამდებობას სამი მინისტრი – ლევან იზორია, მაია ცქიტიშვილი და ივანე მაჭავარიანი დატოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g