საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას – „დედამიწის საათი“ შეუერთდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გლობალური აქციის ფარგლებში დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო.
„დედამიწის საათი” გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.
ვიდეო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია გარემოსდაცვით საერთაშორისო კამპანია „დედამიწის საათს“ შეუერთდა