LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაცია: საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ჭუბერის მკვიდრი მოსახლეობის ევაკუაცია

89

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჭუბერში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სოფელ ჭუბერში მიმდებარე ტერიტორიებიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფების და ტექნიკის მობილიზება ხდება.მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც.მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

„ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები პირველივე წუთიდან აკონტროლებენ მდგომარეობას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. სოფელ ჭუბერში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალისტების ჯგუფები.

სოფელ ჭუბერში იმყოფებიან მხარის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ადგილზე სასაზღვრო ვერტმფრენით უკვე ჩაფრინდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე, სტიქიის ადგილას გაემგზავრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.

ამ დროისთვის მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.

სოფელ ჭუბერში სტიქია მთის ნაწილის ჩამოშლა მდინარე ნენსკრას ადიდებამ გამოიწვია. სტიქიის გამო სოფლებთან დამაკავშირებელი გზები დატბორილია, რის გამოც, ხიდების დაზიანების გამო სოფელი ჭუბერი, ამ დროისთვის მოწყვეტილია გარესამყაროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g