მთავარ „სლაიდზე“ გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტოები
მთავრობის ადმინისტრაცია შემოღობეს, ტერიტორიაზე მოქალაქეებს შესვლა არ შეუძლიათ. მთავრობის ცნობით, იქ სკვერის მოწყობა იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ თავად თბილისის მერიას ოფიციალურად ამ ტერიტორიის შეცვლაზე ნებართვა გაცემული არ აქვს, თუმცა არსებობს თბილისის მერის, კახა კალაძის ზეპირი პირობა, რომ მთავრობა ამ ნებართვას „ძალიან მალე“ მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე დღეა, რაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა, მთავარი დეტალები, მაგალითად, რა დაჯდება მისი მოწყობა, როდის დასრულდება ან როგორი იქნება საბოლოო პროექტი – უცნობია.
კანცელარიასთან მოსაწყობი ბაღის ერთ-ერთი გავრცელებული ესკიზი