მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა.
ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე — საგანგებო დავალებათა ელჩი.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
“დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.
დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი”. – აღნიშნულია ინფორმაციაში.
