LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ელჩების დანიშვნის პროცესი არ გაჩერებულა და პრეზიდენტს კანდიდატები არ დაუბლოკავს

167
მთავრობა და სალომე ზურაბიშვილი

„ელჩების დანიშვნის პროცესი არ გაგვიჩერებია, პრეზიდენტს კანდიდატები არ დაუბლოკავს“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

როგორც „ტვ პირველს“ პრემიერის პრესსამსახურში უთხრეს, ელჩების დანიშვნა არ შეჩერებულა.

რაც შეეხება, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის NATO-ს ელჩად წარსადგენ კანდიდატურას, მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ის დასამტკიცებლად პრეზიდენტისთვის პრემიერს არ წარუდგენია.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, NATO-ში ელჩად მის კანდიდატურას პრეზიდენტი ხელს არ აწერს

როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, აქვს კომუნიკაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და არის მსჯელობა მისი კანდიდატურის სხვა ქვეყნის ელჩად წარდგენაზეც.

ინფორმაციისთვის, თავადაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი NATO-ში ელჩად მისი კანდიდატურის წარდგენას, ხელს არ აწერს.

როგორც ექსმინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტთან მისი კანდიდატურა საერთოდ არ არის გადაგზავნილი.

magti 5g