საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს. კახა კახიშვილი, კი რომელიც ამ პოზიციას იკავებდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იქნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობის დაკავებამდე მეზვრიშვილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გახარიას შს მინისტრობისას კი ნათია მეზვრიშვილი მისი მოადგილე იყო.