LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარეობს “ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის” პროექტის განახლებაზე მუშაობა, მათ შორის უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის და შეცვლილი რეგიონული უსაფრთხოების გათვალისწინებით: პრემიერის ანგარიში

141
ჯაველინი

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, რომელიც სამთავრობო პროგრამების შესრულებას შეეხება, ქვეყანამ 2022 წლის პირველ კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სისტემა – Javelin-ის ახალი სისტემები მიიღო.

„2022 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თანადაფინანსებით უკვე შეისყიდა JAVELIN-ების დამატებითი პარტია. ამჟამად აშშ-ის დახმარებით მიმდინარეობს ტაქტიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია, მათ შორის, ბრიგადების დაკომპლექტება, სადაზვერვო საშუალებებისა და კავშირგაბმულობის სისტემების განვითარება, საარტილერიო სისტემების განახლება და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემებში ჩართვა.“– ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს მუშაობა “ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის” პროექტის განახლებაზე, დახვეწასა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაზე, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და შეცვლილი რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ქვეყანა ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვას აგრძელებს.

“პროცესის აუცილებელი კომპონენტია ეროვნული და უწყებრივი დოკუმენტების განახლება და მათი თანხვედრაში მოყვანა, რის ფარგლებშიც, თავდაცვის სამინისტრომ, ამერიკელ და სხვა პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა და განაახლა თავდაცვის სფეროს მიკუთვნებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, დაასრულა მუშაობა „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის“ თავდაცვის სამინისტროს კომპონენტზე.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტის განახლებაზე, დახვეწასა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაზე, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და შეცვლილი რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით”, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, დამტკიცდა 2022−2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“-ის დოკუმენტში გაცხადებული მიმართულებების შესასრულებლად, 2022 წლისთვის განსაზღვრავს მიზნებს დროში გაწერილი ამოცანებითა და აქტივობებით.

“2021 წელს დამტკიცდა თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტი − „თავდაცვის ძალები 2030“, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების მდგრადი და სტაბილური განვითარების პირობების შექმნა. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების ერთიანი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, 2021 წლის 8 დეკემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის №1071 ბრძანებით დამტკიცდა „თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების სახელმძღვანელო“, რომელიც ადგენს უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების სტრუქტურას, მეთოდოლოგიასა და ძირითად კომპონენტებს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g