ვარდების მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე, სადაც დღეს მთავრობის სხდომა იმართება, ავტომობილების კოლონა სიგნალებითა და დროშებით დაიძრა. მსვლელობის მონაწილეებს სურთ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს კიდევ ერთხელ გააგონონ მოთხოვნა, რომ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს 20 ივნისის ღამის მოვლენებზე და დატოვოს თანამდებობა.აქციის მონაწილეთა თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
მსვლელობას შეუერთდნენ „ევროპული საქართველოსა” და „ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე მეცხრე აქცია გაიმართება.
შეგახსნებთ, დღეს, 28 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მორიგი ბრიფინგი გამართა, სადაც კვლავ დაიცვა შინაგან საქმეთა მინისტრი 20 ივნისს ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით და მხარდაჭერა გამოუცხადა მას.
გახარიას ეკუთვნის მადლობა - ბახტაძე ამბობს, რომ საქართველო სახელმწიფო გადატრიალებას გადაურჩა (ვიდეო)
არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი, იყო თუ არა ძალა, რომელიც გამოვიყენეთ ლეგიტიმური.
პრემიერმა კვლავ არ ისაუბრა გიორგი გახარიას გადაყენების საკითხზე.