LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის კომპენსაციას დეკრეტში მყოფი პირებიც მიიღებენ

128
preg-1

“დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებსაც მოვახვედრებთ ამ საკომპენსაციო პაკეტში” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა.

ფინანსთა მინისტრი კომპანიებს მოუწოდებს, დროულად მიაწოდონ ინფორმაცია უხელფასოდ დარჩენილ კადრებზე

იმისთვის, რომ დეკრეტში მყოფმა პირებმა კომპენსაცია მიიღონ, დამსაქმებელმა კომპანიებმა მათი სია უნდა წარადგინონ.

“იყო სეგმენტი, ვინც დეკრეტში იყო გასული. თუმცა ამ პერიოდში არ ერიცხებოდათ ხელფასი. შესაბამისად, იმ პრინციპს, რომ პირველი კვარტლის ერთ-ერთ თვეს მაინც ერიცხებოდეს ხელფასი, არ აკმაყოფილებდა. თუმცა, მუშაობდა, იყო გაფორმებული, მაგრამ დეკრეტში არ ერიცხებოდა ხელფასი. იმ ადამიანებსაც, თუ წარმოგვიდგენს კომპანია ამ ადამიანების სიას, იმათაც მოვახვედრებთ ამ საკომპენსაციო პაკეტში”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

magti 5g