Amnesty International-ი თბილისში საპროტესტო აქციების დაშლას ეხმიანება. საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 18 და 26 ნოემბერს, ორივე შემთხვევაში, წყლის ჭავლის გამოყენება არ იყო არც „პროპორციული და არც აუცილებელი“ქმედება.
Amnesty International-ი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 18 და 26 ნოემბერს, აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა დაბალი ტემპერატურის დროს.
ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.
სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა
სპეცრაზმმა აქცია დაშალა - დაშავებულია ერთი ადამიანი
„ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, თუ არაძალადობრივი საშუალებები ეფექტური არ იქნება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, შეამცირონ ზარალისა და ზიანის მიყენება მომიტინგეებისადმი.”
„ანგარიშები აჩვენებს, რომ ზოგიერთმა აქციის მონაწილემ, წყლის ჭავლის გამოყენების დროს დაზიანებები მიიღო. ერთ პირს კი თვალი აქვს დაზიანებული…მათი გამოყენების ნებისმიერი გადაწყვეტილება ასევე უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტურ ფაქტორებს, მაგალითად ისეთებს, როგორიაა, ძალიან ცივი ამინდი, რამაც შეიძლება გაამძაფროს მის მიერ მიყენებული ზიანი“,- წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ძალა მხოლოდ იმ პირების წინაღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში არიან ჩართულნი.
პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი – შსს