LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის მიერ 18 და 26 ნოემბერს ძალის გამოყენება არც პროპორციული იყო და არც აუცილებელი – Amnesty International

98
pjimage-1

Amnesty International-ი თბილისში საპროტესტო აქციების დაშლას ეხმიანება. საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 18 და 26 ნოემბერს, ორივე შემთხვევაში,  წყლის ჭავლის გამოყენება არ იყო არც „პროპორციული და არც აუცილებელი“ქმედება.

Amnesty International-ი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 18 და 26 ნოემბერს, აქციების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა დაბალი ტემპერატურის დროს.

ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ძალის გამოყენებისგან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ.

სპეცრაზმმა აქცია დაშალა - დაშავებულია ერთი ადამიანი

სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა

„ძალა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული, თუ არაძალადობრივი საშუალებები ეფექტური არ იქნება. ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები მაქსიმალურად უნდა ეცადონ, შეამცირონ ზარალისა და ზიანის მიყენება მომიტინგეებისადმი.”

„ანგარიშები აჩვენებს, რომ ზოგიერთმა აქციის მონაწილემ, წყლის ჭავლის გამოყენების დროს დაზიანებები მიიღო. ერთ პირს კი თვალი აქვს დაზიანებული…მათი გამოყენების ნებისმიერი გადაწყვეტილება ასევე უნდა ითვალისწინებდეს კონტექსტურ ფაქტორებს, მაგალითად ისეთებს, როგორიაა, ძალიან ცივი ამინდი, რამაც შეიძლება გაამძაფროს მის მიერ მიყენებული ზიანი“,- წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ძალა მხოლოდ იმ პირების წინაღმდეგ უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში არიან ჩართულნი.

პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს, დაშავდა სამი ადამიანი – შსს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები