LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის მიერ ეპიდემიის მართვა ნასვამ კაცს ჰგავს საჭესთან, რომელიც ცდილობს არ შეიმჩნიოს ეს მდგომარეობა – ტურიზმის სექტორი

67
20210521155610

მთავრობის მიერ ეპიდემიის მართვა ნასვამ კაცს ჰგავს საჭესთან, რომელიც ცდილობს, არ შეიმჩნიოს ეს მდგომარეობა, – ამის შესახებ გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა ისაუბრა.

საბა კიკნაძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ ერთ დაშვებულ შეცდომას მეორე მოსდევს და თუკი ასე გაგრძელდება, ზამთარშიც შარშანდელი მდგომარეობის გამეორებას უნდა ველოდოთ.

„ჩვენ ყველაზე არასწორ დროს გამოვაცხადეთ, რომ ნიღაბი მოგვეხსნა. როცა არ იყო საჭირო, ჩავკეტეთ ქვეყანა და იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო სწავლობდა, როგორ უნდა ემართა ტურიზმი, საქართველომ, ეს დრო გამოტოვა. თუ ასე გაგრძელდება, ამ ზამთარსაც უნდა ველოდოთ შარშანდელ აბსურდს, როდესაც ჩაკეტეს ზამთრის კურორტები და რაც მივიღეთ, შედეგებს დღემდე ვიმკით,” – განაცხადა Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა გადაცემაში “საქმიანი დილა“.

ცნობისთვის, იმ კომპანიების ნაწილი, რომლებიც საქართველოში ტურიზმის სექტორში საქმიანობენ, ამბობენ, რომ თუ დროზე არ გაიხსნა სათხილამურო ინფრასტრუქტურა, სეზონს ზამთრის კურორტები ისევ ცარიელი შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები