LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე გარდაიცვალა

419
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (1)

ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე გარდაიცვალა.

საბა კიკნაძე 1960 წელს სამტრედიაში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, რის შემდეგაც „ქალაქპროექტში“ არქიტექტორად დაიწყო მუშაობა. შემდეგ კი ძალები ბიზნესში მოსინჯა და 1987 წელს არქიტექტურისა და დიზაინის კომპანია დააარსა.

1989 წლიდან მუშაობა ტურიზმის სფეროში გააგრძელა. 1991 წელს დააფუძნა ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველი“

2004 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

2008 წელს კი ჩამოაყალიბა ჰოლდინგური ტიპის კომპანია, რომელშიც შევიდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის „კავკასუს თრეველი“.

საბა კიკნაძე ???
ძალიან, ძალიან მტკივა ???

გამიმართლა, რომ მასთან ურთიერთობის ბედნიერება მერგო წილად და მქონდა…

Posted by Medea Janiashvili on ორშაბათი, 05 თებერვალი, 2024

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ მწუხარებას გამოთქვამს საბა კიკნაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახსა და მეგობრებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები