მაუწყებლები მთელ მსოფლიოში ყიდულობენ უფლებებს სერიალის “ხალხის მსახურის” ჩვენებაზე. ინფორმაციას the wall street journal – ი ავრცელებს.
ამ სერიალში მთავარ როლს ვოლოდიმირ ზელენსკის ასრულებს.
სერიალი მოთხრობილია, თუ რა მოხდება, თუკი რიგითი ადამიანი გახდება პრეზიდენტი? ერთი პატიოსანი, პრინციპული, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჭკვიანი ადამიანი. სწორედ ასე ფიქრობს, სპოდვიგლელი ხალხი, ირჩევს რა უბრალო ისტორიის მასწავლებელს ვასილი გორობოროდკოს პრეზიდენტად.
უცებ ქვეყანას გამოუჩნდება გარანტორი, რომელიც უბრალო ბინაში ცხოვრობს, უჩუმრად ჩაივლის ქუჩას დაცვის სამსახურის მთელი არმიის გარეშე, ავტობუსით მგზავრობს, მოკრძალებულ ხელფასს იღებს და ცხოვრობს ისე, როგორც ყველა.
მაგრამ ვასილი პეტროვიჩს უხდება ბრძოლა „ბოროტ სულებთან“, კორუმპირებულ ბიუროკრატების მთელ არმიასთან, სახელმწიფოს „ავგიას თავლის“ მორჯულება…
სერიალი 2015 წელს გადაიღებს, თუმცა პოპულარული ამ დრომდე მხოლოდ უკრაინაში იყო.