LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელ მსოფლიოში ქართული, არტიზანული სახაჭაპურე ქსელი მოეწყობა – საზღვარგარეთ პირველი ობიექტი ნიუ იორკში გაიხსნება

190
241492038_969970583570111_8073414603500242847_n

თბილისში, ივნისიდან ქსელური არტიზანული სახაჭაპურე ქსელის – „გუნდას“ პირველი ობიექტი იხსნება, რომელსაც საერთაშორისო გეგმებიც აქვს. ქართული გასტრონომიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში, „გუნდას“ შექმნის იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა ისაუბრა.

„ივნისის თვეში გავხსნით უკვე პირველ ობიექტს თბილისში, მეორე ობიექტს კი შემდეგ წელიწადს – ნიუ იორკში, სადაც ამ ეტაპზე, ფართის ძიებაში ვართ. ვთანამშრომლობთ ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველთან, რომელიც ამ ბიზნესში ძალიან დიდი პოტენციალს ხედავს“, – ამბობს ლევან ქოქიაშვილი.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელს ამ პროექტთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. „ვაპირებთ, „გუნდას“ ობიექტები გავხსნათ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში: ისრაელში, იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ეს იქნება პირველი ქსელური, თანამედროვე, არტიზანული სახაჭაპურე და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ფორმატის პროექტები უფრო ხშირად განხორციელდება“, – აღნიშნა ქოქიაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საზღვარგარეთ ქართული რესტორნების გახსნის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვების ზრდასაც. „მაგალითად, ამ ეტაპზე, ლოს-ანჯელესში არის 13 ქართული რესტორანი და არცერთის მფლობელი არ არის ქართველი. მათ შეიძლება არც იცოდნენ, რა არის ხარისხიანი ქართული სულგუნი, აჯიკა, ხორბალი – ადგილზე პოულობენ სხვა ქვეყნების რაღაც პროდუქტებს და იმით აკეთებენ ქართულ კერძებს, რაც არ არის სწორი და იტალია მაგით არის განვითარებული მსოფლიოში, რომ მისი პიცა რომ დააგემოვნოთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პიცის ფქვილი“, – დასძენს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის თანადამფუძნებელმა.

მიმართვა „იუნესკოს“, გასტრონომიული ელჩი და ხაჭაპურის ფესტივალი – საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია საქმიანობის ანგარიშს საზოგადოებას წარუდგენს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები