LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა „ოცნებამ“, როგორც ჩანს, დაივიწყა“ – პრეზიდენტი „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტს

165
2024-08-05_22-27-51_056471

მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა „ოცნებამ“, როგორც ჩანს, დაივიწყა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან უპასუხა „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტის კითხვას, „უქმნის თუ არა უხერხულობას ერთ მაგიდასთან ჯდომა იმ ადამიანებთან, ვისაც წარსულში საკუთარი მოსახლეობის დაბომბვას აბრალებდა“.

„ნათქვამი, რაც თქვენ წაიკითხეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია. გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც საერთაშორისო საზღვარს გადალახავს, არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ საუბარი სხვა რამეზე იყო – შიდა პოლიტიკაზე. იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩაიდინა [სააკაშვილმა], მაგრამ “ოცნებამ” გამოძიება არ დაიწყო (დაიწყო სულ სხვა რაღაცაზე, პიჯაკებზე და რაღაცებზე), თუ რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში.

მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ, ისევე როგორც უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა. ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ისტორიას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს და გაიგოს და არ უნდა აღვრიოთ ცნებები და პრინციპები. პრინციპი არის ის, რომ რაც ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა “ოცნებამ”, როგორც ჩანს, დაივიწყა“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტმა წაიკითხა ამონარიდი ზურაბიშვილის განცხადებიდან, სადაც ის ამბობს: „შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება – ამას რა ჰქვია, უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ რაღაც უცნაური, გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები