ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე საპიკნინე ზონა ღომას მთაზე მდებარეობს, სადაც ფანჩატური, საცეცხლური, საქანელები და ფოტოსტენდებია მოწყობილი. საპიკნიკე ზონა მერისი-ღომას მთის ახალ ტურისტულ მარშრუტზეა განთავსებული. ზაფხულობით ღომას იაილებზე ადგილობრივთა საოჯახო სასტუმრო სახლებში განთავსება და კვებაც იქნება შესაძლებელი.
ღომას მთის საპიკნიკე ინფრასტრუქტურა იმ ათამდე საპიკნიკე სივრცეს შორისაა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში მოაწყო.
ახალი საპიკნიკე სივრცე და ტურისტული მარშრუტი პირველი გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, შუახევისა და ქედის მერიის მენეჯმენტთან ერთად მათ ტერიტორიაზე მარადმწვანე მცენარეები დარგეს. ახალი ტურისტული მარშრუტის გავლისას, რომელიც ქედასა და შუახევს ერთმანეთთან აკავშირებს, ტურის მონაწილეებმა ღომას მთიდან სოფელ ნამონასტრევის ულამაზესი ტყის გავლით მერისში გადაინაცვლეს, სოფელ ოქროპილაურსა და ღომას მთაზე კი ახალი კოტეჯები და ღვინის მარანი მოინახულეს.
მთიან აჭარაში ამ ეტაპზე 25-ზე მეტი ტურისტული მარშრუტია მარკირებული.