მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარ ავტოავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ჩაქვისთავში მოხდა, ავტომობილი ხევში გადავარდა. მანქანაში მჯდომი ყველა მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურები.
როგორც ცნობილია, დაღუპულები 17 წლის მოზარდები არიან, რომლებიც თანაკლასელები იყვნენ. არასრულწლოვნები სარფში ცხოვრობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.