მსახიობი, მარია მაშკოვა მამას, ოლეგ ტაბაკოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვლადიმერ მაშკოვს უპირისპირდება. ახალგაზრდა მსახიობი ამჯერად „სიენენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღიად საუბრობს რუსულ აგრესიაზე და მამის პოზიციაზე. ვლადიმერ მაშკოვი ცოტა ხნის წინ „ლუჟნიკის“ კონცერტზე სიტყვითაც გამოვიდა და პუტინის აგრესია გაამართლა. მარია ამბობს, რომ მისთვის მამის პოზიცია, მოღალატეობრივია.
„ის, რაც ახლა ხდება, შეუქცევადია. ის, რომ მამას სჯერა, რომ ეს ომი არის ნაციზმის წინააღმდეგ, გულს მიხეთქავს, მაგრამ ჩემი ტანჯვა ვერ შეედრება ჩემი უკრაინელი დებისა და ძმების ტანჯვას. მამამ დამირეკა, მთხოვა დავბრუნებულიყავი რუსეთში, კარგი გოგო გავმხდარიყავი, ბოდიში მოეხადა პუტინისთვის ეს ვერ მოხდება“, – ამბობს მარია მაშკოვა.