LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკიცე სიგნალი პუტინს – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული აქტი მიიღო

1757
1571782885-1571749286-DC-Capitol

ამერიკის მორიგი მხარდაჭერა საქართველოს – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.

ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების მიმართულებით.

კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, და მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთი ოსეთი საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

კანონპროექტით აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას გამოხატავს და ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას, მათ შორის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციულ ძალისხმევას.

კონგრესმენები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდიან. კანონპროექტი მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თავისუფლად განსაზღვრონ მომავალი და დამოუკიდებლად აირჩიონ ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, მათ შორის სხვა ქვეყნებთან, თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, სხვა ქვეყნის მიერ ჩარევის, დაშინებისა თუ ძალადობის გარეშე.

მხარდამჭერი აქტის თანაავტორი და კონგრესმენი ილინოისის შტატიდან აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოებასა და ამერიკისთვის საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ადამ

“2008 წლის შემდეგ, პუტინის აგრესიის პირობებში საქართველოს ბრძოლა უწევს არსებობისთვის. რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპირება. რაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ია. პუტინმა მოქალაქეების საცხოვრებლებთან განათავსა სამხედრო ბაზები, მავთულხლართები და შეზღუდა საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტრანსპორტირება. მუდმივად ირღვევა იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც უარს ამბობენ თავიანთი სახლის დატოვებაზე,  ვუგზავნით მტკიცე სიგნალს პუტინს, კარგად დაფიქრდეს, სანამ საქართველოს საქმეებში კიდევ ჩაერევა” – აცხადებს ადამ კიზინგერი

.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოსთან დაკავშირებული ორპარტიული აქტი მიიღებას გამოეხმაურა პრემიერი გიორგი გახარია.

„საქართველოს მხარდამჭერი აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის, ეკონომიკისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებასა და მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

კონგრესის გადაწყვეტილებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ეხმაურება.

“საქართველო და ამერიკა სტრატეგიული ურთიერთობების თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდა და სწორედ ამის მკაფიო დასტურია წარმომადგენელთა პალატის მიერ ერთსულოვნად მხარდამჭერი აქტიც,”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში და ასევე, აღნიშნულია, რომ მხარდაჭერილი პროექტი სხვა თემებთან ერთად ასევე ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g