LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მისი ქმედება კვალიფიცირებული იქნება, როგორც ტერორისტული თავდასხმის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“ – სლოვაკეთის პროკურატურამ რობერტ ფიცოზე თავდასხმის გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალა

143
რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პროკურატურამ ქვეყნის პრემიერ, რობერტ ფიცოზე ახალი მტკიცებულებების გამო, თავდასხმის გამოძიების კვალიფიკაცია შეცვალა. ამის შესახებ მედია ქვეყნის მთავარ პროკურორზე მაროშ ჟილინკას განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

სლოვაკეთის პრემიერს რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

მედიის ცნობით, ფიცოზე თავდასხმას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია ჰქონდა, თუმცა, გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ სიტუაცია შეიცვალა და ბრალდებულს იურიდიული კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ უკვე შეატყობინეს.

„მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მისი ქმედება კვალიფიცირებული იქნება, როგორც ტერორისტული თავდასხმის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“ – განაცხადა სლოვაკეთის გენერალურმა პროკურორმა.

ცნობისთვის, 59 წლის რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა. სლოვაკეთის პრემიერს ოთხჯერ ესროლეს. თავდამსხმელი, 71 წლის იურაი ცინტულა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. თავდამსხმელ იურაი ცინტულას თავისუფლების სამუდამო აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g