მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მამაკაცის ცხედარი მტკვრიდან მაშველებმა ამოიყვანეს.
შემთხვევის შესახებ, დამატებით დეტალებს „ფორტუნა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.