ახლობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი, რომლის ცხედარიც გუშინ მტკვარმა გამორიყა მოკლულია.
მათი თქმით, ცხედარს 30-მდე ჭრილობა აქვს.
მამაკაცი შუახნის არის და მისი ვინაობა უკვე დადგენილია
მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ამ წუთებში მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველები გარდაცვლილი დავით მუმლაძის მეგობრებსა და ახლობელს კითხავენ. ერთ-ერთი მათგანი უკვე 17 საათია დაკითხვაზეა შეყვანილი და როგორც მისი მეუღლე ამბობს, მასთან ადვოკატსაც არ უშვებენ. ლელა გეთაშვილის თქმით, გარდაცვლილი ბოლოს, 1-ელ ოქტომბერს, სწორედ მისმა მეუღლემ ნახა.
რუსთავში მტკვარმა შუახნის მამაკაცის ცხედარი გუშინ გამორიყა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ საქმე 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.