მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სოციალურ ქსელში ორსულობის დროს გადაღებულ კადრებს აქვეყნებს და წერს, რომ ამ პერიოდში მომატებული კილოგრამები 1 თვეში სწორი კვების დაცვით დაიკლო.
„გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ორსულობის პირველი თვიდან მეცხრე თვემდე → 1 თვე პოსტპარტუმი.
მთლიანობაში მოვიმატე 10 კგ, მშობიარობიდან პირველ თვეში დავიკელი 7 კგ ბალანსისა და თანმიმდევრულობის გზით.
რა დამეხმარა:
• სწორი კვება
• მსუბუქი ვარჯიში
• მოთმინება
• საკუთარი თავის სიყვარული
მიუხედავად გენეტიკისა, სტრიების გარეშე გავიარე ეს გზა.
ქალის სიძლიერე უსაზღვროა – ქმნის სიცოცხლეს, აღდგება და კიდევ უფრო ძლიერად აგრძელებს გზას.
ყველა დედას ვუსურვებ ჯანმრთელ და ლამაზ გზას“, – წერს სალომე ჭაჭუა.
