მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ დღის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა, სადაც მისი ყოველდღიური რეჟიმია ასახული.
კადრებიდან ჩანს, რომ სალომეს დღე დილის 6 საათზე იწყება – ის ბავშვის საკვების მომზადებით არის დაკავებული. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ მოცეკვავე დროს უთმობს ვარჯიშს, კითხვას და განსაკუთრებით დიდ დროს ატარებს თავის პატარა შვილთან.
ცნობისთვის, სალომე ჭაჭუა 24 აპრილს დედა გახდა. მან თავის პირველ შვილს სანდრო დაარქვა.
