ბარსელონას, მადრიდისა და ბილბაოს შემდეგ, MTV Europe Music Awards-ს სევილია უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ MTV ევროპის მუსიკალური დაჯილდოების ისტორიაში, ეს მეოთხე შემთხვევა იქნება, როცა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაჯილდოების ცერემონიალი ესპანეთში გაიმართება.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის ღონისძიება 3 ნოემბერს ჩატარდება.
სხვა დეტალები საღამოსთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია.
Barcelona, Madrid, Bilbao & next stop ✈️ … SEVILLE!! We ❤️ Spain so we’re coming back this year for a fourth time! ✨ See you on 3rd Nov! pic.twitter.com/GmbRzRHG7K
— MTV EMA (@mtvema) March 25, 2019