მუსიკოსი ბერა ივანიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად უზიარებდა შემოქმედებით აქტივობებს გულშემატკივრებს, ბოლო პერიოდში საჯაროდ აღარ გამოჩენილა. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ბერა ახალი მუსიკალური კლიპით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.
როგორც მან საკუთარ „ინსტაგრამ“ გვერდზე აღნიშნა, იმ ორი წლის განმავლობაში, რაც ოჯახთან ერთად ბრაზილიაში ცხოვრობს, არაერთი მოგონება დაუგროვდა, რისი გაზიარებაც სწორედ კლიპის მეშვეობით გადაწყვიტა.
მას შემდეგ, ბერა აქტიურად განაგრძობს სხვადასხვა სახის ვიდეოების განთავსებას.
„მთვარე ჩემს გვერდით და ვარსკვლავები ჩემს მკლავებზე“ – ასეთი წარწერით გვიზიარებს მორიგ საოჯახო ფოტოსესიას მუსიკოსი.
ბერა ივანიშვილი უმცროს შვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს აქვეყნებს