ნანუკა გუდავაძე, რომელიც ოჯახთან ერთად ბოლო რამდენიმე წელია, ბრაზილიაში ცხოვრობს, გამომწერებს ოჯახურ კადრებს უზიარებს.
კადრებში ჩანს, როგორ შეხვდნენ ბერა და ნანუკა შვილებთან ერთად ახალ წელს.
„ბედნიერი 2024, საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – წერს ნანუკა.
ბერა და ნანუკა რაღაც პერიოდი სოციალურ ქსელში არ აქტიურობდა. ცოტა ხნის წინ ბერა ახალი მუსიკალური კლიპით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე.