LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთვარეზე LEGO-ს კუბიკებით დასახლებას ააშენებენ

140
ქირიას NEWS შაბლონი

ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) და დანიურმა კომპანიამ LEGO, როგორც ჩანს, იპოვეს გზა, რომ მთვარეზე ადამიანური დასახლების შექმნა რეალობად აქციონ.

ამისთვის ისინი გამოიყენებენ LEGO-ს კუბიკებს, რომლებსაც მეტეორიტული მტვრისა და ქანებისგან დაამზადებენ. იდეა, რომ მთვარეზე შენობები სათამაშო დეტალებისგან აშენდეს, შესაძლოა ბავშვურ ფანტაზიად ჟღერდეს, თუმცა ის სერიოზული სამეცნიერო კვლევების შედეგებზეა დაფუძნებული.

ამჟამად მთვარის ზედაპირზე ხანგრძლივი ყოფნა შეუძლებელია. პირველი მისიის ფარგლებში, რომელიც 2027 წელს არის დაგეგმილი, მეცნიერები იქ მაქსიმუმ ერთი კვირის გატარებას შეძლებენ, ისიც სპეციალურად შექმნილ მობილურ „კარვებში“. შვიდ დღეზე მეტ ხანს ამ კარვებში ცხოვრება შეუძლებელია. ამასთან, დედამიწიდან სამშენებლო ბლოკების ტრანსპორტირებაც ვერ ხერხდება – კოსმოსურ ხომალდებს ასეთი ტვირთის აწევა არ შეუძლიათ.

თუმცა ახლა, შესაძლოა, მთვარეზე ხანგრძლივი მივლინებები არა რამდენიმე წლით, არამედ ათწლეულებითაც კი განხორციელდეს. ESA და LEGO გეგმავენ შენობების აგებას მეტეორიტული მტვრისა და რეგოლიტისგან – ქანებისა და მინერალური ფრაგმენტების ფენისგან, რომელიც მთვარის ზედაპირს ფარავს. სამშენებლო ბლოკებს 3D პრინტერი პირდაპირ მთვარის ზედაპირზე დაბეჭდავს.

მანამდე კი, სანამ მთვარეზე ნაგებობები გაჩნდება, “აგურის” შესაქმნელად უამრავი ექსპერიმენტის ჩატარებაა საჭირო. ამასთან, რეგოლიტი – ექსპერიმენტებისთვის უმნიშვნელოვანესი მასალა, დედამიწაზე არ მოიპოვება.

მეცნიერებმა ჭკვიანური გამოსავალი იპოვეს: აღმოჩნდა, რომ მეტეორიტულ მტვერთან პოლიმერული მასალის დამატების შედეგად მიიღება რეგოლიტის ანალოგი. ახლა ისინი სწავლობენ 3D პრინტერზე „აგურის“ ბეჭდვას, სპეციალურად ამ მიზნისთვის ჩრდილოეთ აფრიკაში ნაპოვნი 4,5 მილიარდი წლის ასაკის მეტეორიტის გამოყენებით.

ეს სამშენებლო ბლოკები სრულად იმეორებს LEGO-ს დეტალების ვიზუალს და მათი შეერთების პრინციპს. შედეგად მიიღება მსუბუქი და გამძლე კონსტრუქციული ელემენტები, რომლებიც ერთმანეთთან მარტივად ერთდება.

მშენებლობაში არაამქვეყნიური რესურსების გამოყენება შესაძლებელს გახდის მთვარეზე მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნას. მომავალში კი მსგავსი ნაგებობები შესაძლოა მის ფარგლებს გარეთაც გაჩნდეს.

ევროპის კოსმოსურ სააგენტოში მიაჩნიათ, რომ უნიკალური პროექტი შესაძლოა კოსმოსური კვლევების ახალი ერის დასაწყისად იქცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g