36 წლის კრის ჰემსვორტი მართლაც შეუდარებელ ფორმაშია. წლებთან ერთად „თორის“ ვარსკვლავი უფროდაუფრო ქარიზმატული და მომხვიბვლელი ხდება. კრისის შიშველ სხეულს კიდევ ხშირად ვიხილავთ, მსახიობი National Geographic-ის სამეცნიერო, დოკუმენტურ პროექტში Limitless მონაწილეობს.
ის მეცნიერებისთვის სასწორზე თავის სხეულსა და ფსიქიკას დებს, მას გასავლელ გზაზე უამრავი დაბრკოლება შეხვდება, რომელიც მან სხვადასხვა გზით უნდა გადალახოს.
„მე მზად ვარ მეცნიერებისთვის საკუთარი თავი ხიფათში ჩავიგდო და სასწორზე ჩემი სხეული და ფსიქლოლოგიური მდგომარეობა დავდო, ამას მე ნებაყოფლობით დავთანხმდი და ვფიქრობ, შედეგსაც მივაღწევთ“– აცხადებს ვარსკვლავი და ფოტოებს გვიზიარებს, სადაც ის ცხოველებთან ერთადაა ასახული.