ლეგენდარული მსახიობი, მაიკლ კეინი მეუღლესთან, 77 წლის შაკირასთან ერთად, Mayfair-ის რესტორანში სავახშოდ იმყოფებოდა. პაპარაცებმა, 91 წლის კეინი მაშინ გადაიღეს, როცა ის მანქანაში ჯდებოდა, მსახიობი, როგორც ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურებოდა. მას ლურჯი პიჯაკი და პერანგი ეცვა.
აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია მაიკლს დამოუკიდებლად სიარული უჭირს და სპეციალური მოწყობილობის დახმარებით გადაადგილდება.