მაიკლ კეინი, რომელმაც 100-ზე მეტი მთავარი როლი შეასრულა ბრიტანულ და ამერიკულ კინოში, ის იშვიათი მსახიობია, ვინც ოთხ ათწლეულში (1960-იან, 1970-იან, 1980-იან, 200)-იან წლებში) იქნა ნომინირებული ამერიკული კინოაკადემიის პრემიაზე.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

ძალიან მარტივად ვცხოვრობ, არასდროს ვღელავ იმაზე, რისი შეცვლა და გამოსწორება შეუძლებელია.

მსახიობს და ,,ვარსკვლავს” მუშაობისადმი დამოკიდებულება განასხვავებს. ,,ვარსკვლავი” სცენარის მისთვის მორგებას მოითხოვს, მსახიობი კი, ყოველთვის ტრანსფორმირებას ცდილობს, რათა თვითონ მოერგოს სცენარს.

ამბობენ, თითქოს მე ყოველთვის საკუთარ თავს ვთამაშობ. სიამოვნებით ვითამაშებდი, წარმოდგენა რომ მქონდეს ვინ ვარ.

ძალიან ბევრ ლამაზ ქალს შევხვედრივარ, რომელთა ახლოს გაცნობის შემდეგ მხოლოდ მათ სიმახინჯეს ვხედავდი.

ძალიან ბევრ უხარისხო ფილმში მივიღე მონაწილეობა, რადგან კარგად მიხდიდნენ. თუმცა, სწორედ ასე შევიძინე გამოცდილება.

მსახიობისთვის ყველაზე რთული – არაფრის კეთებაა.

რაც უფრო დიდხანს ცხოვრობ სხვისთვის, მით უფრო მეტი სიძულვილი გიჩნდება მის მიმართ, რადგან დაუკითხავად გართმევს სიცოცხლეს და მადლობასაც არ გეუბნება.

ჩემი სიძლიერე – ჩემი გულგრილობაა, რადგან არაფერს აღვიქვამ სერიოზულად, არც კინოს, არც ჩემს პროფესიას, არც სიცოცხლეს, არც სიკვდილს.

 

მსგავსი თემები