LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუდამ ის სიცოცხლით სავსე, კეთილი ბავშვი იქნები, ფეხბურთის სათამაშოდ ასულებს ღიმილიანი სახით რომ გვხვდებოდა!“ – რას წერს დაღუპულ პოლიციელზე მისი სკოლელი და ჟურნალისტი, გიორგი ედიშერაშვილი

345
გიორგი ედიშერაშვილი და ვანო ბასანიძე

ჟურნალისტი გიორგი ედიშერაშვილი სოციალური ქსელში ქარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული პოლიციელის, ვანო ბასანიძის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს: 

„ეს ბიჭი ჩემი ბავშვობა იყო, ჩემი სკოლელი, თანასოფლელი, პატიოსანი და წესიერი, ალალ-მართალი ადამიანი. მთელი დღე იმ განცდით ვარ, თითქოს რაღაც ბალანსი დაირღვა წარსულსა და დღევანდელობას შორის.

„ვერც ვლაპარაკობ, ჩემი დისშვილი იყო.. მძღოლი მთვრალი იყო და საპირისპირო მიმართულებით შევარდნილა“ – ქარელში ავარიისას დაღუპული სამართალდამცველის ბიძა

საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი დაეჯახა, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

ჩემს მეხსიერებაში მუდამ ის სიცოცხლით სავსე, კეთილი ბავშვი იქნები, სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ ასულებს ღიმილიანი სახით, ბალახზე წამოგორებული რომ გვხვდებოდა და კეთილად გვესალმებოდა! ნათელი შენს სულს, ძმაო!“ – წერს ჟურნალისტი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, ქარელში ავარიას 2 პოლიციელი ემსხვერპლა – გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა.