LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ რეკომენდაციების ყველა პუნქტი შესრულდეს: მიხეილ სარჯველაძე

68
მიხეილ სარჯველაძე

„მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ რეკომენდაციების ყველა პუნქტი შესრულდეს“, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წერის თქმით, ოპოზიციის ნაწილმა ალტერნატიული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებით, პოლარიზებული პოლუსების აღმოფხვრის ნაცვლად დაპირისპირების ახალი პოლუსი შექმნა. ამის მიზანი კი, საბოლოო ჯამში, ის არის, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რადგან არ სურთ მოქმედმა ხელისუფლებამ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„მუშაობის პერიოდში ყოველთვის ღია იქნება კარი, იმისთვის, რომ მუშაობა რეალურად ერთობლივ ფორმატებში გაგრძელდეს. ამით ვაჩვენებთ ყველას ხელისუფლების დამოკიდებულებას და, რაც ყველაზე მთავარია ვიზამთ ყველაფერს იმისთვის, რომ ან დესტრუქციული შედეგების მიუხედავად, რომლის ერთადერთი მიზანიც არის რამენაირად ხელი შეუშალონ 12 პუნქტის შესრულებას, ჩვენი მხრიდან ხელი შევუშალოთ და ქართველი ხალხი და საქართველოს ისტორიული არჩევანი არ დაისაჯოს ამის გამო“, – განაცხადა სარჯველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g