მუხტს ჩაქრობა არ უწერია, – აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფმა, მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ორად ორი მოთხოვნაა, ეს არის არჩევნები და უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლება.
„მუხტს ჩაქრობა არ უწერია, რადგან აგორებულია, ტალღა აწეულია. ჰაერში ვერ გაჩერდება, შესაბამისად ეს მუხტი ვერ ჩაქრება.
ყველას მოუწევს ამ მუხტთან თავლის გასწორება. მე მზად ვარ ვიდგე აქ, სანამ თვალს არ გაუსწორებენ ის ადამიანები, რომელმაც უნდა გაუსწორონ. ორად ორი მოთხოვნაა, ეს არის არჩევნები და გათავისუფლება უკანონოდ დაპატიმრებულების.
ჩვენ აქამდე მივალთ ზუსტად ვიცი. მე მჯერა ადამიანების, ჩემი მეგობრების, რომლებთან ერთად მანამდე ვიყავი აქ. ჩვენ იმიტომ კი არ მოვდივართ, რომ უნდა მოვიდეთ, უბრალოდ სხვანაირად არ შეგვიძლია და ეგ მუხტი ვერ ჩაქრება“, – ამბობს ბაჩო ქაჯაია.