LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურთაზ ზოდელავა: „4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი, ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს“

119
მურთაზ ზოდელავა

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

„პროკურატურამ მხოლოდ ის კომენტარები კი არ უნდა მოიტანოს, რაც ჩემ წინააღმდეგაა, არამედ ისინიც, სადაც ვამბობ, რომ აქციის ორგანიზატორი არ ვარ… არანაირ დამხობაზე არაა საუბარი“ – პაატა მანჯგალაძე 4 ოქტომბერზე

სასამართლო პროცესზე სიტყვით ისაუბრა 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ, რომლის სიტყვებითაც, „4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი, ბაჩო ახალაიაც შეიწირა“.

„თავისი შინაარსით მშვიდობიანი და კანონიერი, სპონტანური, სახალხო აქცია იყო, რომლის ორგანიზებაც არ ყოფილა. იყო გულწრფელი პროტესტი, სადაც ბევრი ადამიანი მოვიდა, რადგან კრეატიული მესიჯები იყო გავრცელებული. ეს თარიღი, მითოლოგიური თარიღი გახდა. როგორც ჩანს, ხალხში იყო იმედი, რომ ვიღაც შესაძლოა გადმოსულიყო ხალხის მხარეს. ბოლო დღეებში კი ისეთი მითიც შეიქმნა, რომ ივანიშვილი ბურჭულაძის მეგობარი გახდა.

ბევრი მითი შეიძინა ამ თარიღმა. სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი, ბაჩო ახალაიაც შეიწირა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მეორე მხარის მითი იყო, რომ ვიღაცები ხალხის მხარეს გადავიდოდნენ.

ჩემი მიზანი იყო, რომ ახლო ლოკაციის ხალხით ავსება მომხდარიყო. ამიტომ გამოძიება უნდა მიდიოდეს პიკეტირების მუხლით და არა იმ მუხლებით, რომლითაც დღეს მიდის. როდესაც სასახლესთან მივედი მოხდა ის, რაც მოხდა.

სახელმწიფო პროპაგანდა ძლევამოსილია, მრავალმილიარდიანი პროპაგანდა. ეს იყო აქცია, რომელსაც ორგანიზება არ ჰქონდა. ვნახეთ მითოლოგიამ და მოლოდინებმა როგორც იმუშავა, როდესაც ვერანაირი პოზიტივი ვერ მოიტანა.

აბსოლუტურად გამოუცდელმა აქციის წამყვანმა, შესაძლოა ჩემდა უნებურად გამოიწვია რაღაც ქმედება. სიტყვა – მშვიდობას ჩვენ უფრო ხშირად ვამბობდით, ვიდრე „ქართული ოცნების” კოორდინატორი არჩევნების წინ.

გავიდა თვეები და არაფერი და ვერაფერი ვერ დადგინდა“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო პროცესზე.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების: პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ 5 პირის – ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

ცნობისათვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურორი 4 ოქტომბრის მოვლენებზე: „მოწმეთა ჩვენებებია, რომელთაც ფიზიკური ტკივილი განიცადეს ბრალდებულთა ქმედებებით – ბრალდებულები ფაქტობრივ გარემოებებს არ უარყოფდნენ, თუმცა, ამბობდნენ, რომ პატრიოტული მოტივით ჩაიდინეს“

პაატა მანჯგალაძე: „არანაირი ორგანიზებული ჯგუფი არ ვიყავით, სურათის გადაღების გარდა არაფერი გვაკავშირებდა, არც ერთ ნაწილში არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ – ყოველთვის ვამბობდი, რომ მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“

იქნებ ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც – თუ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს არ დაგმობს, ის მაინც თქვას, რომ ეს ძალადობრივი შტურმი ევროპული საქციელი არ არის…“: პაპუაშვილი 4 ოქტომბერზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g