„ბუნებრივია, მე, ბატონი დიმიტრი და ზოგადად იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიარაღებულ თავდასხმებს ნამდვილად არ ვაპირებთ და ამიტომ, მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, რომ შეშინებული ნუ იქნებიან“, – განცხადება ამის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიზანია, გამოავლინოს არაკომპეტენტური და უზრდელი სექტორის წარმომადგენლები , რომლებიც, როგორც ეს მურუსიძემ აღნიშნა, ხშირად მოსამართლეების მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ.
ჰერჩინსკი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: „ევროკავშირი საქართველოს სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება“
საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ მართლმსაჯულების რეფორმაა და მნიშვნელოვანია, საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს.
„დღეს იმდენჯერ ატრიალეს სიტყვა თავდასხმა, რომ რაღაც შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას. რასაც ვაპირებთ, ისაა, რომ გვინდა, გამოვავლინოთ, რომ ესენი არიან არაკომპეტენტურები, ხშირად, ეთიკის ნორმებს არღვევენ მოსამართლეებთან მიმართებაში, გამოხატავენ უპატივცემულობას და არიან უზრდელები. ამას ჩვენ დავადასტურებთ მტკიცებულებებით და მივუჩენთ ყველას ადგილს.“ – განუცხადა „პირველი არხს“ ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციაზე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს.
ამავე თემაზე:
დეგნანი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს