LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მურუსიძე: მოსამართლეები ჩადიან ვაშინგტონში, ნახავენ შენობას, ყველას პირზე აკერია, რა კარგი შენობა ვნახეთო – ეს არაეფექტიანია

56
ლევან მურუსიძე

„სამოქალაქოს მოსამართლეები აშშ-ში რომ მიდიან გამოცდილების გასაზიარებლად, ამერიკული სამოქალაქო სამართალი და საქართველოს სამოქალაქო სამართალი ერთმანეთთან ისეა, როგორც ამერიკული და ევროპული ფეხბურთი. ისინი ხელით თამაშობენ, ჩვენ ფეხით ვთამაშობთ“, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა და სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა და აშშ-ში ქართველი მოსამართლეებისთვის განკუთვნილი პროგრამები გააკრიტიკა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში მოსამართლეების წაყვანა გამოცდილების გასაზიარებლად არაეფექტიანია და უკეთესი იქნებოდა, თუკი სასამართლო სისტემისთვის დახმარების გაწევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით არ შეეცდებოდნენ.

„ამიტომ, იუსტიციის საბჭოს გარეშე რომ ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, მკითხე რაღაც, ეფექტურად როგორ შეიძლება. ხელგაშლილი შევეგებებით და რჩევებსაც მივცემთ, როგორ იქნება უფრო ეფექტური. ხუთი დღით წავლენ მოსამართლეები და დაათვალიერებენ შენობებს. რა თქმა უნდა, ეს კარგია და მივესალმები, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის საქმე?!

მოსამართლეები არ ლაპარაკობენ, უბრალოდ, ზრდილობის თემაა, თორემ გულწრფელად გეუბნებით, ყველა იძახის, ჩავალთ, შენობას ვნახავთ და ჩამოვდივართო. კარგია, გასაგებია, რომ დაისვენებს მოსამართლე, შენობას ნახავს და ნახავს, რა დიდებულია აშშ. მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ეფექტურად რომ იყოს გამოყენებული, ხომ შეიძლება, გვქონდეს ურთიერთობა და კონტაქტი?!“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

როგორც მან „პირველ არხს“ განუცხადა, თუ დაინტერესებულ პირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა სურთ, სისტემის კრიტიკის და მოსამართლეების ლანძღვის ნაცვლად, თანამშრომლობით შედეგების მიღწევა სჯობს. ლევან მურუსიძე მოუწოდებს „ყველას, დონორ ორგანიზაციებს, ვისაც აქვს გავლენა, ძალა, ფული, უნდათ დაეხმაროს რეალურად სასამართლოს, ვითანამშრომლოთ და მივიდეთ რეალურ შედეგამდე.“

„ყველაზე დიდი დახმარება, იცით, რა იქნებოდა? მოსამართლეები რომ მიდიან, ჩადიან ვაშინგტონში და ნახავენ შენობას, ყველას პირზე აკერია, რა კარგი შენობა ვნახეთო. სხვა მე არ გამიგია. ვინმეს შევხვდი და რამე ფასეული გავიგე და ამას არც იტყვიან. უბრალოდ იტყვიან, აი, კარგი იყო, ნაყოფიერი იყო..

მე ხომ ვიცი, რეალურად რა ხდება? საბჭოში იმიტომ შევედი, რომ სიმართლე ვილაპარაკო…დაფინანსება, რასაც ამერიკა გასცემს სასამართლო სისტემისთვის არაეფექტურია და ამას ჩემ გარდა ვერ იტყოდა ვერავინ. მე ხომ ვიცი, რომ მოსამართლეებს არ უნდათ [ამაზე ლაპარაკი], საბჭოში ყოფნა არ არის პრივილეგია, ამიტომ არ იკლავს არავინ თავს შემოსვლაზე, იმიტომ კი არა, რომ იქ კლანი არის და არავის უშვებს.

მე ვიძახი სიმართლეს, იმიტომ მოვბრუნდი საბჭოში მეორედ, რომ ეს ყველაფერი ვილაპარაკო, არ შეიძლება ასე გაგრძელება. არავისთან პრეტენზია არ მაქვს, არავის ვავალდებულებ. აშშ-ის საელჩოში ქართული „სტაფი“ მუშაობს, რომელსაც აქვს NGO-ებთან მჭიდრო ურთიერთობა. ჩვენ არ გვქონია საშუალება, უშუალოდ ამერიკელ პარტნიორებს დავლაპარაკებოდით, ძალიან არის შემოჭრილი არასამთავრობო სექტორი. მე მინდა, საქართველო იყოს პატარა აშშ, მაგრამ ისე უნდა მოგვექცენ, როგორც ხდება შტატებში.“ – განაცხადა მურუსიძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, მოსამართლეთა კონფერენციაზე, ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად აირჩიეს.

მურუსიძე: მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, შეიარაღებულ თავდასხმას არ ვაპირებთ – გვინდა, გამოვავლინოთ, რომ ესენი არიან არაკომპეტენტურები, უზრდელები

ამავე თემაზე:

დიმიტრი გვრიტიშვილი: უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომ ვიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და დავიცვა სასამართლო ხელისუფლების ინტერესები, როგორც ყოველთვის ჩემი კარიერის განმავლობაში ვაკეთებდი

კოალიცია მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევაზე: იუსტიციის საბჭოს სისტემური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო ძლიერდება არაფორმალური გავლენა

„საგანგაშო სიგნალია“, „ოცნება“ ევრორეკომენდაციების შესრულებას არ აპირებს – როგორ აფასებს ოპოზიცია მურუსიძე-გვირიტიშვილის არჩევას

ნიკა სიმონიშვილი: მოსამართლეთა კონფერენციამ მურუსიძე და გვრიტიშვილი უკონკურენტოდ აირჩია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში – შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, დაძაბული არჩევნები დამთავრდა

დეგნანი მურუსიძე-გვრიტიშვილზე: მნიშვნელოვანია, ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება იყოს

magti 5g