LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსა ხანგოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს

106

მუქარის და პოლიციელების მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებული მუსა ხანგოშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, რაიონული საავადმყოფოდან ისევ ყვარლის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

აღკვეთის ღონისძიებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო მსჯელობს. დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავს.

პანკისში პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტზე, რის გამოც ხანგოშვილს სასამართლომ  2 ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა, განმარტებებს მისი ოჯახის წევრები აკეთებენ. მათი თქმით, ხანგოშვილი პოლიციის განყოფილებაში ძებნილი ძმის შესახებ დეტალების გასარკვევად მივიდა.

ცნობილია, რომ ანზორ გიშკაევს ყოფილმა ხელისუფლებამ წლების წინ პანკისში განვითარებული მოვლენების გამო, დაუსწრებლად 26 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ჩეჩნეთის პრეზიდენტთან მეგობრობის გამო ხანგოშვილი რამზან კადიროვს ხეობაში სპეციალურად გამოეგზავნა, ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.

5 აგვისტოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში ხანგოშვილი შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მუსა ხანგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობს. მან საქართველოს საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადმოკვეთა. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები