გუშინ „იმედზე“ მუსიკალური რინგის მორიგი რაუნდი შედგა. ერთმანეთს ბევრი საინტერესო მონაწილე დაუპირისპირდა, მათ შორის, იყვნენ პროექტის ყველაზე რეიტინგული მონაწილეები, ინტერნეტვარსკვლავი გიორგი ქისტაური და პატიმარი გოგონა, თეონა ყოლბაია.
როგორც ანრიმ რინგის დასაწყისში აღნიშნა, ორი რეიტინგული პერსონა ერთმანეთს განზრახ დაუპირისპირა, თუმცა ემოციურად აღიარა, რომ ამ დუელს მშვიდად ვერ მოისმენდა.
გიორგიმ და თეონამ ერთად შეასრულეს მელოდია ცნობილი კინოფილმიდან „ვერის უბნის“ მელოდიები, გიორგი ცაბაძის „მრუდე თუ გაქვს ხელი“ პროექტის ორგანიზატორებმა თემატურად შეარჩიეს…
დუეტმა დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა, ქეთა თოფურიამ აღნიშნა, რომ უფრო მეტად გიორგი ქისტაურის შესრულება მოეწონა, რადგან მისი ტემბრი მასთან უფრო ახლოსაა, ნოდიკო კი ანრის ურჩია, პროექტში თეონა დაეტოვებინა.
საბოლოოდ, ანრიმ თეონა აირჩია, გიორგი კი არც ერთმა მწვრთნელმა არ მოიტაცა, მიუხედავად იმისა, რომ ამისი სურვილი ქეთას ჰქონდა, იუმორისტმა პროექტი დატოვა, პატიმარი თეონა ყოლბაია კი კვლავ აგრძელებს „ვოისში“ მონაწილეობას.