LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკით გამოხატულ პროტესტს სანამ “ტაშ-ფანდურს” დაუძახებთ, მაგარ სიბნელეში იქნებით: ბექა გოჩიაშვილი

3797
274859203-10217352520684609-8044635202843207222-n

ბექა გოჩიაშვილი უკრაინა-რუსეთის ომს სოციალურ ქსელში მორიგი პოსტით ეხმიანება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მუსიკით გამოხატულ პროტესტს აკრიტიკებს.

“კიევი დგას! დიდება უკრაინას!

ახლა რაც შეგეხებათ მუსიკოსების “კრიტიკოსებს”.

მუსიკით გამოხატულ პროტესტს სანამ “ტაშ-ფანდურს” დაუძახებთ, მაგარ სიბნელეში იქნებით.

ამ რაღაც თითიდან გამოწოვილ კრიტიკას თავი დაანებეთ და გადახედეთ ისტორიულ მაგალითებს ან გაეცანით სხვა ქვეყნების მუსიკალურ პროტესტებს, რომელიც პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ძლიერი ფორმაა და ერთ-ერთი რამ თუ რამე ისტორიას რჩება ეს არის ხოლმე.

ელემენტარული ინფორმაციის ნაკლებობა გაქვთ, ძალიან უნიჭო კრიტიკაა.

დიდი მადლობა Nikoloz Rachveli-ს Nino Katamadze-ს და ყველას ვინც ამ ფორმით, ან ნებისმიერი ფორმით გამოხატა პროტესტი და თანადგომა!”, – წერს ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში.

სტეფანე: “როდესაც ყველაზე ცუდად ვარ, მაშინ ვუსმენ მუსიკას, პოპულარობა უნდოდა ნიკოლოზ რაჭველს თუ რატომ უკრავდა? რატომ ვლაპარაკობთ ამაზე ამდენს?”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g