ბრენდირებული ნივთების მწარმოებელმა კომპანია Bravado-მ, მუსიკით შთაგონებული, დამცავი პირბადეების კოლექცია წარადგინა.
პირბადეებზე ისეთი მუსიკალური არტისტებისა და კოლექტივების სახელები და სიმბოლიკაა განთავსებული, როგორებიც არიან The Rolling Stones, 2Pac, Black Sabbath, Queen, ვილი ნელსონი, ბობ მარლი, არიანა გრანდე, ბილი აილიში The Weeknd და კიდე უამრავი ვარსკვლავი.
„ეს ინიციატივა მომავალშიც გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.
პირბადეების ფასი 15 დოლარს შეადგენს, მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქედო ფონდში გადაირიცხება.







