LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მუზეუმის ღამე“ და კოსტიუმირებულ სამოსში გამოწყობილი მუზები თბილისში

54

თბილისში „მუზეუმის ღამე“ გაიმართება. ღონიძიება მუზეუმის საერთაშორისო დღეს ეძვნება და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ასევე ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდება.

21 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 21:00 საათიდან 01:00 საათამდე ჩატარდება პროგრამა ,,MUSEION“.

MUSEION – ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ხელოვნების მფარველი ღვთაებების – მუზების შეკრების ადგილს ეწოდება, სიტყვა მუზეუმიც აქედან მომდინარეობს. 21 მაისს, ,,მუზეუმის ღამეს“ მუზეუმი ხელოვნების ზეიმის ადგილად – მუსეიონად გადაიქცევა. მუზები კოსტიუმირებულ სამოსში გამოწყობილნი უმასპინძლებენ დამთვალიერებლებს.

პროგრამის დასაწყისში, მუზეუმის წინ, ვიზიტორები მიიღებენ მონაწილეობას ფოირვერკების გაშვების ცერემონიაში. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, გაიმართება მუსიკალური ნომრები, ცეკვა, პერფორმანსი, ფოტოსესია და სხვ.

21 მაისს 20:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g