LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწარე წიწაკის ჭამა გულის შეტევით სიკვდილის ალბათობას ამცირებს – კვლევის შედეგები

1402
girl-eating-chili

მწარე წიწაკის რეგულარულად ჭამა გულის შეტევითა და ინსულტით სიკვდილის ალბათობას ამცირებს. ამის თქმის საფუძველს იძლევა იტალიაში ჩატარებული კვლევა, რომელშიც 23 000 ადამიანი იყო ჩართული. მოგეხსენებათ, ამ ინგრედიენტს იტალიურ კერძებში ხშირად იყენებენ. მწარე წიწაკა კარგი მადის აღმძვრელი საშუალებაცაა.

რაც შეეხება უშუალოდ კვლევის შედეგებს, როგორც CNN წერს, კვლევაში მონაწილე ადამიანებს რვა წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მწარე წიწაკის კვირაში მინიმუმ ოთხჯერ ჭამა გულის შეტევით სიკვდილის რისკს დაახლოებით, 40%-ით ამცირებდა. ინსულტით გარდაცვალების რისკი კი თითქმის განახევრებული იყო.

“საინტერესოა, რომ სიკვდილიანობის რისკის შემცირება ადამიანების მიერ დაცულ დიეტებზე არ იყო დამოკიდებული. მაგალითისთვის, შესაძლოა ვიღაც ხმელთაშუა ზღვის დიეტას იცავდა, ვიღაც ნაკლებად ჯანსაღად ჭამდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მათზე დამცავი ეფექტი სწორედ  ცხარე წიწაკას ჰქონდა”, – აცხადებს აღნიშნული კვლევის ხელმძღვანელი, მარიალაურა ბონაკიო.

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მწარე წიწაკა ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონსაც ასტიმულირებს. აბრკოლებს თრომბების წარმოშობას. ამ სასარგებლო მხარის აღმოჩენების შემდეგ, მეცნიერები ახლა ცდილობენ გაარკვიონ რა ბიოქიმიური პროცესები უდევს საფუძვლად მწარე წიწაკის სასარგებლო თვისებებს.

ცნობისთვის, ზოგადად, წიწაკის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – ტკბილი და მწარე. მწარე წიწაკის სახეობაა წითელი წიწაკა, ანუ ჩილი(აცტეკების ენიდან ითარგმნება, როგორც წითელი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g