LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო: პრემიერი

58
ირაკლი-ღარიბაშვილი

“იმედო ფხაკაძის სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი.” – პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს და ხელბურთელის, იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ იმედო ფხაკაძის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ნაკრების არაერთი წარმატება:

“მწუხარებას გამოვთქვამ სახელგანთქმული ქართველი ხელბურთელის იმედო ფხაკაძის გარდაცვალების გამო.

მისი სახით ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და დამსახურებული მწვრთნელი. იმედო ფხაკაძის სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ხელბურთელთა ნაკრების არაერთი წარმატება.

ვუსამძიმრებ იმედო ფხაკაძის ოჯახს, ახლობლებს და ქართული ხელბურთის გულშემატკივრებს ამ დიდ დანაკლისს.” – წერია სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები