გავრცელებული ცნობებით მწვანე ჩაი საუკეთესო საშუალებაა გასახდომად.
“რამდენი ჭიქა უნდა მივიღოთ, რომ დავკარგოთ კილოგრამები?” “თუ ჩაისთან ერთად მივირთმევთ სასუსნავს მაინც დავიკლებთ წონაში?” – სპეციალისტების ცნობით ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვებია. თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, საქმე არა რაოდენობაში არამედ
ყველაზე მნიშვნელვანი კომპონენტი მის შემადგენლობაშია.
მწვანე ჩაი – იაპონიაში გავრცელებული სასმელია და სწორედ ამიტომაც იაპონელებს ცხიმი არ აწუხებთ. მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს ცხიმების დაშლაში. რათქმაუნდა საუბარია ნატურალურ ჩაიზე, რომელიც არ შეიცავს დანამატებს არომატიზატორების სახით. ასეთი ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც მივირთმევთ მწვანე ჩაის?
ბევრი ადამიანი სვამს მწვანე ჩაის, მადის შესამცირებლად – დალიეთ ერთი ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სადილობისას იგრძნობთ, რომ იმაზე ნაკლებ ულუფას მიირთმევთ ვიდრე ჩვეულებრივ.
მწვანე ჩაის მიღებისას თქვენ კარგავთ კილოგრამებს. ეს კი ხდება ორგანიზმში მეტაბოლიზმის დაჩქარების გამო. მწვანე ჩაი შესანიშნავი საშუალებაა გამოდევნოთ ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმები, შლაკები და ტოქსინები.
მწვანე ჩაი არის ჯანსაღი კვების ერთ-ერთი კომპონენტი – არ შეიძლება მხოლოდ მწვანე ჩაის მიღება წონის კორექციისთვის, მასთან ერთად აუცილებელია ჯანსაღი კვება.