საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა.
ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს და სრულიად ძალოსნობის ოჯახს უსამძიმრებს ამ უდიდეს დანაკარგს.
„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის – ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს“, – აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.