16 წლის ფეხბურთელი გოგონები მწვრთნელის მხრიდან ზეწოლაზე ჩივიან.
„ლიონის“ აკადემიის მწვრთნელი არასრულწლოვანი გოგონა ფეხბურთელების მიმართ სექსუალური შევიწროების გამო გააგდეს.
Mediapart-ის ინფორმაციით, კაცს ორმა 16 წელს მიუღწეველმა გოგონამ უჩივლა. ისინი ამტკიცებენ, რომ სექსუალურ ზეწოლას ადგილი ქონდა 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში. მწვრთნელი მათ ინტიმურ შეტყობინებებს უგზავნიდა, ასევე ერთ-ერთის ოთახში მივიდა და გოგონას თანდასწრებით თავი დაიკმაყოფილა.
გოგონამ მშობლებს უთხრა, მათ ხელმძღვანელობას მიმართეს. მწვრთნელი გააგდეს.
საქმე გაგრძელდა, როდესაც კლუბმა ერთ-ერთ დაზარალებულს უთხრა, რომ დაფინანსებას შეწყვეტდა. გოგონას ოჯახმა „ლიონს“ სასამართლოში უჩივლა, ადვოკატი კლუბის საქციელს სექსუალური შევიწროების საქმესთან კავშირს ხედავს.
„ლიონი“ ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქალთა გუნდია.